უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა - მას ხაზი გაუსვა თავდაცვის მნიშვნელობას და აღნიშნა ისიც, რომ ვლადიმერ პუტინს სიამოვნებს კონფლიქტები, რომლებიც სხვებს ტანჯავს აყენებს.
მისი თქმით, ეს არ შეიცვლება, ამიტომ თავად უნდა შეცვალონ, რათა პუტინის გონებაში არსებულმა "სიგიჟემ არასდროს გაიმარჯვოს".
"ერთმა კაცმა მსოფლიოს მოჰპარა მშვიდობის 13 წელი, შეცვალა ის ტკივილით და კრიზისით, რომელიც ჩვენს სამყაროს, მსოფლიოს აზარალებს. პუტინი განაგრძობს იმას, რაც უნდა დასრულებულიყო მე-20 საუკუნეში - მასობრივი დეპორტაციები, განადგურებული სოფლები და ქალაქები, საშინელი გრძნობა, რომ ომი, შესაძლოა, აღარასდროს დასრულდეს.
სინამდვილეში, პუტინი თვითონ არის ომი, ყველამ ვიცით, რომ ის არის ერთადერთი მიზეზი, რატომაც სხვადასხვა ომი და კონფლიქტი გრძელდება და რატომაც სრულდება მარცხი მშვიდობის დამყარების ყველა მცდელობა. ის არ შეიცვლება, ჩვენ უნდა შევცვალოთ ისე, რომ სიგიჟემ, რომელიც პუტინის გონებაშია, არასდროს გაიმარჯვოს.
მას სიამოვნებს კონფლიქტები, რომლებიც სხვებს ტანჯვას აყენებს. მისი პასუხი მშვიდობის მოწოდებაზე არის უფრო და უფრო მეტი იარაღის მიღება ჩრდილოეთ კორეიდან და ირანიდან. ჩვენ, თავისუფალი სამყაროს წევრები ვიარსებებთ იქამდე, ვიდრე შევძლებთ საკუთარი თავის დაცვას", - განაცხადა მან.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი შვეიცარიის ქალაქ დავოსში დღეს NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა. ზელენსკი შვეიცარიაში გუშინ ჩავიდა. ბერნში, ოფიციალური ვიზიტის შემდეგ, ის დავოსში ჩავიდა, სადაც მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში იღებს მონაწილეობას.